![]() |
კავშირი "თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის" |
| switch (TRUE) { case strstr($lng.$page, '.'):header("Location: index.php"); case strstr($lng.$page, '/'):header("Location: index.php"); case strstr($lng.$page, ':'):header("Location: index.php"); case strstr($lng.$page, '?'):header("Location: index.php"); } if ($_GET['p']==1 || $_GET['p']=='') include_once "main.htm"; elseif ($_GET['p']==2) include_once "about.htm"; elseif ($_GET['p']==3) include_once "projects.htm"; elseif ($_GET['p']==4) include_once "pubs.htm"; elseif ($_GET['p']==5) include_once "news.htm"; elseif ($_GET['p']==6) include_once "links.htm"; elseif ($_GET['p']==7) include_once "team.htm"; elseif ($_GET['p']==8) include_once "news_archive_links.htm"; else echo 'შესაბამისი ფაილი არ არსებობს ...'; ?> |
11 ნოემბერს PER-ის და APRA-ს მიერ ამ უკანასკნელის ოფისში მოეწყო მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია «ნდობა»-ის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განვიხილეთ ფსიქიატრიული სერვისის მომხმარებელთა სოციალურ ინკლუზიასთან დაკავშირებული პრობლემები და მზრუნველებთან მუშაობის მეთოდები, ერთმანეთს გავუზიარეთ საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილება, გავაანალიზეთ რეაბილიტაციის და სოციალური ინკლუზიის, დასაქმების პრობლემა და მისი გადაჭრის გზები. ასევე ვისაუბრეთ პაციენტთა მომავალზე მ. ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დახურვასთან დაკავშირებით.
![]() |
![]() |
![]() |
ტრენინგი მშობლებისათვის და გამოფენა ბათუმში
ა.წ. ოქტომბერში PER–მა მშობელთა ორგანიზაცია APRA–სთან ერთად KAP–ას და BEARR–ის მცირე გრანტების ფარგლებში მოაწყო ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა ნამუშევართა გამოფენა და ტრეინინგი ფსიქიატრებისათვის და მშობლებისათვის. გამოფენა მოეწყო ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში. ასეთივე ტრენინგები APRA-მ ჩაატარა თელავში და თბილისში. ამგვარი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას და მიიქცევს პოლიტიკოსების ყურადღებას.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ტრეინინგი CRPD-ზე
27 ოქტომბერს PER-ის ოფისში ჩატარდა ტრეინინგი, რომლის თემა იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია (CRPD). ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს ადვოკაციის ჯგუფების წევრებმა და ამ საკითხით დაინტერესებულმა მომხმარებლებმა. 10 ივლისს 2009 საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა CRPD-ს და მის ფაკულტატურ პროტოკოლს, თუმცა ჯერ არ მოუხდენია მისი რატიფიცირება. კონვენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია ადვოკაციის ჯგუფის წევრების მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ ტრეინინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ ამ კონვენციის მნიშვნელობის გაგებაში და ხელს შეუწყობს მათ აქტივობას ლობისტურ საქმიანობაში.
![]() |
![]() |
![]() |
სემინარები სამედიცინო შტატისთვის
2010 წლის მაისს-ივნისში თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ჩატარდა სემინარები ფსიქიატრიული დაწესებულების სამედიცინო შტატისთვის თემაზე «ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებები». განხილული იქნა როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო სტანდარტები. სემინარების დროს გაიმართა დისკუსია კონფიდენციალობის, ინფორმირებული თანხმობის, არანებაყოფლობითი მკურნალობის და თემში ცხოვრების უფლების შესახებ. სემინარების მიზანია, რომ ფსიქიატრიის დარგის მუშაკებმა იცოდნენ პაციენტის უფლებების შესახებ და გაცნობიერებული ჰქონდეთ თემში მომსახურების სერვისების განვითარების მნიშვნელობა და მათი როლი ფსიქიატრიის რეფორმაში.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მრგვალი მაგიდა და გამოფენა თელავში
ა.წ. 7 მაისს ჩვენმა ორგანიზაციამ მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოაწყო მრგვალი მაგიდა თელავის ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში. დისკუსიაში, რომლის თემა იყო ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა სოციალური ინკლუზია, მონაწილეობდნენ ფსიქიატრიული სერვისის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრა პროდუქტიული გამოდგა, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილება. ამის შემდეგ ისინი ეწვივნენ ამავე პროექტის ფარგლებში თელავის მუზეუმში მოწყობილ უნარშეზღუდული ადამიანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას. გამოფენას ასევე სტუმრობდნენ თელავის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ამ გამოფენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნარშეზღუდული ადამიანების მდიდარი შინაგანი სამყარო და შემოქმედებითი პოტენციალი. ვიზიტორები მოხიბლულნი დარჩნენ გამოფენით და სუვენირებიც შეიძინეს.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ფილმის პრეზენტაცია კინოთეატრ ამირანში

ა.წ. 4 თებერვალს PER-ის წარმომადგენლები მიწვეულნი იყვნენ კინოთეატრ ამირანში დოკუმენტური ფილმის "დაინახე ჩემში ადამიანი" პრეზენტაციაზე. ღონისძიება ორგანიზებული იყო "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა" ფარგლებში. ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ფსიქიატრიული სერვისის მომხმარებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შემდეგ გაიმართა კონკურსში "საუკეთესო მედია–პროდუქტი ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. აქვე კინოთეატრში იყო მოწყობილი ფსიქიატრიული სერვისის ყოფილი მომხმარებლის მხატვარ გელა ჯინჯარაულის ნამუშევართა გამოფენა. ჩვენ კმაყოფილი დავრჩით შეხვედრით, რადგან დავინახეთ დამსწრე საზოგადოების კეთილგანწყობა და თანადგომა და გვჯერა, რომ საზოგადოებრივ ღონისძიებებში ფსიქიატრიული სერვისის მომხმარებელთა მონაწილეობა ხელს შეუწყობს ამ ადამიანთა მიმართ არსებულ სტიგმასთან და ცრურწმენასთან ბრძოლას.
ვიზიტი
თელავში
2009 წლის
ნოემბრიდან PER-მა
და ALTER EGO-მ (ქ.
თელავი) ჰოლანდიის
საელჩოს
მცირე
გრანტით
დაიწყეს ფსიქიკურად
დაავადებულთა
თვითდახმარების
ჯგუფების
განვითარება
საქართველოში.
პროექტის
მიზანია ამ
ადამიანთა საზოგადოებაში
ინტეგრაციის
მხარდაჭერა და
მათი ჩართვა
ფსიქიატრიული
სერვისების
განვითარებაში,
ხოლო ამოცანაა
რეგიონალური
თვითდახმარების
ჯგუფის
შექმნა და თბილისის
გამოცდილების
გაზიარება. პროექტის
ფარგლებში 29
დეკემბერს ადამიანის
უფლებათა
დაცვის
ცენტრის,
რომელიც
ახორციელებს
შშმ პირთა
ადვოკატურის
პროექტს, თანამშრომლებთან
ერთად, ვიყავით
ვიზიტით
თელავში.
დავესწარით
ალტერ ეგოს ფსიქო-სოციალური
რეაბილიტაციის
ცენტრში
მოწყობილ
პაციენტთა
ნამუშევრების
გამოფენა-გაყიდვას.
გამოფენას
ბევრი
სტუმარი ჰყავდა,
ჩვენც შევიძინეთ
რამდენიმე ნამუშევარი.
ასევე ჩავატარეთ
ტრეინინგი
თვითდახმარების
ჯგუფების
სტრუქტურის,
ამოცანების შესახებ
და შშმ პირთა
უფლებებზე.
დღემ
შედეგიანად ჩაიარა
და ჩვენი
თანამშრომლობა
გაგარძელდება.
პროექტის
ხანგრძლივობა
10 თვეა.
![]() |
![]() |
![]() |
საერთაშორისო სემინარი, ნოემბერი 2009
2009 წლის 26-31 ნოემბერს ინგლისში ბირმინგემის უნივერსიტეტში (CEIMH) მესამე ფინალური საერთაშორისო სემინარი ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველოდან, შოტლანდიიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან, ფინეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, ბანიალუკადან, გერმანიიდან და ინგლისიდან. ჩვენი ორგანიზაციის, PER-ის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები სემინარის საქმიანობაში. ჩვენმა იუზერმა პრეზენტაცია გააკეთა საქართველოში ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა მიმართ არსებული სტიგმის კვლევის შედეგების შესახებ. კვლევა PER-ის წევრების მიერ იყო ჩატარებული. PER-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სემინარის დისკუსიებში და სამომავლო გეგმების შექმნაში. სემინარის მსვლელობისას ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები დავამყარეთ სამუშაო გუნდებთან ბოსნიიდან და შოტლანდიიდან და შევადარეთ ამ ქვეყნებში მათ მიერ ჩატარებული სტიგმის კვლევის შედეგები. მომავალში ჩვენ ვაპირებთ ამ თემაზე საერთო სტატიის გამოქვეყნებას და თანამშრომლობის გაგრძელებას.
ზაფხული
|
|
|
ბოლო
თვეებში
თვითდახმარების
ჯგუფის
შეხვედრები
ეწყობოდა
ქალაქგარეთ,
კუსტბაზე.
ერთხელ
მოეწყო
ტურისტული
ლაშქრობა
კუსტბიდან
დაბა
კოჯრის
მიმართულებით.
იქ მრავალმა
ღირსშესანიშნავმა
ადგილმა
და
ხედმა
მოახდინა
დიდი
შთაბეჭდილება
ჯგუფის
წევრებზე.
დღის
ბოლოს
ყველანი
იყვნენ
დადებითი
შთაბეჭდილებებით
სავსენი
და
სასიამოვნოდ
დაღლილები.
გამოფენა
14 ივნისს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მოეწყო ინვალიდთა დეკორატიულ –გამოყენებითი
ნაკეთობათა და ნაწარმის
გამოფენა –გაყიდვა.
ექსპოზიციაზე
წარდგენილი
იყო სხვადასხვა
მასალაში
და ტექნიკაში
შესრულებული
მხატვრული
ნამუშევრები.
ჩვენი
ორგანიზაციის
წევრებმაც მიიღეს
მონაწილეობა
ამ გამოფენაში.
მაყურებლის
განსაკუთრებული
ყურადღება
მიიპყრო მათ მიერ
ხის
მასალაში
დამზადებულმა
ნაკეთობებმა
და საყოფაცხოვრებო
ნივთებმა.
|
|
|
|
მინი-ტურნირი
ჭადრაკში
13-14 მაისს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ცენტრში ჩატარდა მინი-ტურნირი ჭადრაკში. ყველა მონაწილე თამაშობდა დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით. გამოვლინდა გამარჯვებულიც-რეზო ცხაკაია, რომელმაც პრიზი და თბილი მილოცვები მიიღო.
|
|
|
|
2009 წლის აპრილი
ექსკურსია
ამინდები გამოვიდა და მთაწმინდის პარკიც გაიხსნა.
უქმე დღეს პარკში წასვლა გადავწყვიტეთ. ძალიან სასიამოვნო და თბილი დღე იყო.
სურათებიც გადავიღეთ.
|
|
|
|
2009 წლის აპრილი
ადამიანის უფლებების დაცვა
ჩავატარეთ სემინარი პაციენტის უფლებების შესახებ.
პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებს გავაცანით თუ რა უფლებები აქვთ ფსიქიატრიის კანონის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ საკუთარი უფლებები.
ადვოკატურის ჯგუფი განაგრძობს პაციენტთა უფლებების დაცვას. ისინი ხვდებიან პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებს, აძლევენ რჩევებს, აწვდიან საჭირო ინფორმაციას.
2004 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პაციენტთა ადვოკატურას მ. ასათიანის სახ.სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკაში. ადვოკატურის ჯგუფის წევრები შედიან განყოფილებებში, ნახულობენ პაციენტებს, იხილავენ მათ საჩივრებს, მუშაობენ მათი პრობლემების მოგვარებაზე. აძლევენ ინფორმაციას და რჩევებს. ამ ტიპის ადვოკატურული მომსახურება უნიკალური და ერთადერთია საქართველოში.
თვითდახმარების ჯგუფები
ABILIS-ის პროექტის ფარგლებში, თვითდახმარების ჯგუფი იკრიბება თვეში ორჯერ.
ჯგუფის მიზანია გამოცდილების ურთიერთგაზიარება და ახალი მეგობრების შეძენა.
ჩატარდა ამხანაგური შეხვედრები მინი ფეხბურთში: მონაწილეობდა ოთხი გუნდი, მათ შორის ქალთა გუნდი.
გამარჯვებულს გადაეცა რეაბილიტაციის ცენტრში დამზადებული სუვენირები

|
დაგვიკავშირდით: ასათიანის 10, თბილისი 0177 ტელ.: (+995 32) 31 18 39 |
ელ. ფოსტა: union_per@per.ge |